LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება

147
კომენდატის საატი

31 დეკემბერს კომენდანტის საათი ერთი დღით გაუქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კომენდანტის საათი 31 დეკემბერს 21:00 საათიდან გაუქმდება, ხოლო 1 იანვარს საღამოს ისევ აღდგება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა იანვარშიც ძალაში რჩება.

მხოლოდ ორი დღეა გამონაკლისი, ეს არის სწორედ 31 დეკემბერი და 6 იანვარი.

შეზღუდვების რეალური შემსუბუქება, შესაძლოა, პირველი თებერვლიდან განვიხილოთ: გახარია

“აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. იგივე რეკომენდაცია აქვთ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს.

შეგახსენებთ, საქართველოში 28 ნოემბერიდან წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g