ეკონომისტი ოთო აბესაძე ინფლაციასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ლარზე ესეთი მოთხოვნის პირობებშიც, კი დღეს ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
„ინფლაციის უმარტივესი ანატომია (ადამიანურ ენაზე): წინასაახალწლო პერიოდში ლარზე მოთხოვნა იზრდება. (საახალწლო სამზადისი, სუფრა, საჩუქრები და ა.შ) სტატისტიკურად დეკემბრის თვეში უცხოეთიდან (ემიგრანტები) გადმორიცხული თანხები, საშუალოდ, იზრდება 20%-ით და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კონვერტირდება ლარში.
ადამიანები ხარჯავენ დანაზოგს, ახურდავებენ შენახულ ვალუტას და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოში ლარი საშუალოდ 30%-ით ძვირდება და მოთხოვნადი ხდება. ლარზე ესეთი მოთხოვნის პირობებშიც კი, დღეს ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 1 დოლარი 3.09 ლარი გახდა. აბა დაფიქრდით რა იქნება იანვარსა და თებერვალში?… კი, პასუხი სწორია“, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0915 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0945 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 28 დეკემბერს დადგენილი კურსით კი, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0899 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5009 ლარია.