ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესო შემთხვევის შესახებ წერს, რომელსაც თავად შეესწრო. მერაბი აღნიშნავს, რომ მას პატრულმა მანქანა გააჩერებინა, რადგან ქუჩაზე ძაღლი გადაეტარებინა.
გთავაზობთ პოსტს:
„დღეს მარშალ გელოვანზე პატრულმა სამზოლიანი მოძრაობა გააჩერა, რომ ზებრაზე ძაღლი გადასულიყო.
აღმართული ხელი რომ დავინახე, მეთქი, რა უნდა? მწვანე გვინთია. რომ გავჩერდით, ვიღაცას მეორე მხარეს ხელს უქნევს და ეძახის – მოდი, მოდიო. ვუყურებ, არავინ ჩანს და უცებ კი გამოცუნცულდა ძაღლუკა. „დასტოინად“ გადაჭრა ზებრა და ჩვენც ველოდით, სანამ გადავიდოდა.
ძაან საყვარლობა კი იყო…“