დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გაწეული მუშაობის შესახებ წარადგენს ანგარიშს და გეგმებზე ისაუბრებს.
ამის შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. საპასუხო სიტყვით გამოვლენ დეპუტატები.