LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

202
BeFunky-collage (18)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიეტუვას ცენტრალური ხიდი.

ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა;

26 მაისთან დაკავშირებით, სტამბოლში ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი განათდა;

სლოვაკეთში, საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა; ესტონეთში განათდა „მეტრო პლაზას“ შენობა;

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა;

გარდა ამისა, სტოკჰოლმში, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ციფრულ სარეკლამო აბრაზე, 24 საათის განმავლობაში, გავა საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, კულტურის, ისტორიის და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული ვიდეორგოლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები