LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს Myway Airlines ვენა-თბილისის სპეცრეისს შეასრულებს

89
93281454-926739884439843-7764613921213775872-o

ავიაკომპანია Myway Airlines ავსტრიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაბრუნდება. მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალი.

Myway Airlines-ის კუთვნილი ბოინგი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სპეციალურ რეისს, ავიაკომპანია თვითღირებულებით ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები