ცნობილი წყვილი ილო და ნანა, რომლებმაც ერთმანეთი რაჭაში გაიცნეს და მალევე დაოჯახდნენ დღეს ქორწილს აღნიშნავენ.
ნანა აროშიძემ ცხოვრების მთავარი სიყვარული ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე, სოფელ ღებში იპოვა და ასევე სოფელზე შეყვარებულ ილო ლობჯანიძეზე დაოჯახდა. ამ დღის შემდეგ 31 წლის მოგზაური და ბლოგერი ნანა ათი ათასობით მიმდევარს სოციალურ ქსელში თავის ყოველდღიურობაზე უყვება.
დღეს კი პატარძალმა სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი კადრები გაავრცელა და ბედნიერი დღის ემოციები გაგვიზიარა.
“კაბა ზუსტად ისაა, მე რაც შემეფერება და მე და ჩემი ქმარი როგორ ვუხდებით ერთმანეთს, ეგ კიდე ცალკე თემაა. დავიძარით ჩვენ”, – დაწერა ნანა აროშიძემ სოციალურ ქსელში.