პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს დელეგაციის 5 სპორტსმენი იასპარეზებს.
დღევანდელ შეჯიბრში მეტოქეებს დაუპირისპირდებიან:
- ნინო სალუქვაძე ( ტყვიის სროლა),
- ლუბა გოლოვონა ( ბატუტზე ხტომა),
- გურამ თუშიშვილი ( ძიუდო, +100კგ),
- სოფიო სომხიშვილკ (ძიუდო, + 78 კგ),
- ლიკა ხარჩილავა ( მძლეოსნობა).
ნინო სალუქვაძე მეტოქეს 11:00 საათზე დაუპირისპირდება, გურამ თუშიშვილი მოწინააღმდეგეს 12:00 საათზე შეხვდება, ასევე 12:00 საათზე დაიწყება სოფიო სომხიშვილის მეტოქესთან დაპირისპირება. მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა მეტოქეს 12:35 საათზე შეხვდება, ლუბა გოლოვინა კი 14:00 საათზე.
ცნობისათვის, პარიზის ოლიმპიადის დაწყებიდან დღემდე, საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა; ვერცხლის მედალი კი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა და ასევე ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მოიპოვეს.
ვიდეო: „ახლა რაც ჩემს თავში და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა“ – ილია სულამანიძე