დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვა დაუსვა.
მერმა ჟურნალისტს მოუწოდა კარგად მოემზადოს და კითხვები ამის შემდეგ დაუსვას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯიბღაშვილი დაკავებისას კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.