LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება

63
პარლამენტი

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის გახსნა თებერვლის პირველ სამშაბათს ხდება.

სესიის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველ საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება იქნება.

ოპოზიციაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს უნდობლობას უცხადებენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ცესკოსთვის შერჩეული კანდიდატები სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ დღევანდელი სესია დატვირთული იქნება ძალიან ბევრი კანონპროექტით.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დღევანდელ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც იმსჯელებენ.

 

magti 5g