პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტი დღეს ამნისტიის კანონპროექტს კიდევ ერთხელ განიხილავს. მოსალოდნელია მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებების შეტანა.
სავარაუდოდ, კანონპროექტი მესამე მოსმენით, დღესვე დამტკიცდება.
უკვე ცნობილია, რომ აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.
“მესამე მოსმენა, რაც პროცედურულად ითვალისწინებს რედაქციულ და ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს, ორიენტირებულია იმაზე, რომ თუ რაიმე რედაქციული საკითხი არის, მოხდეს მისი ჩასწორება. დავიჭირეთ შუალედური, ოქროს ბალანსი, ასე შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს შორის, თითოეული ადამიანის უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე და იმ ადამიანების მიმართ ჰუმანური აქტის გამოხატულების კუთხით, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულების ჩადენაში და ეს დანაშაულები ჯდება იმ კანონპროექტის ფარგლებში.”- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გივი მიქანაძემ.
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართება
