LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტთან აქცია განახლდება – რა გეგმაზე მუშაობენ ორგანიზატორები და ოპოზიცია

93
აქცია 3

პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია დღეს საღამოს 19:00 საათიდან განახლდება. მანამდე კი მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლები დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილ ამბობს, რომ აქცია განახლდება, სამოქმედო გეგმას კი ისინი ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად შეიმუშავებენ. 

“პარტიებთან კონსულტაციებს გავივლი და რამეს მოვიფიქრებთ. სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს”, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

ამ დროისთვის, პარლამენტის წინ ტროტუარზე 10-მდე კარავია გაშლილი. ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილეა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. მიმდებარე ტარიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც არიან.

შეგახსენებთ, გუშინ ხელისუფლებამ აქცია სპეცრაზმის გამოყენებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია.

 

 

magti 5g