LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

gesaswaulebi-shoba

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა შობას აღნიშნავს.

ამ დღეს საქართველოს თითქმის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საზეიმო ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა წელსაც სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

"ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა"

სამებაში ტრადიციულად შესრულდა სხვადასხვა საგალობელი.

შობა საქართველოში

შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. მას ეგებებიან ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. (ახალი სტილით ის 25 დეკემბერს აღინიშნება)

ბოლო წლების განმავლობაში, პატრიარქის კურთხევით, ოჯახებში, სადაც შობას აღნიშნავენ, დღესასწაულს ფანჯრებში დანთებული სანთლებით ეგებებიან. საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. ეს უძველესი ტრადიცია, უკვე რამდენიმე წელია აღდგა და ქვეყნის მასშტაბით კვლავ ტარდება. 

 

ბიბლია

„ბიბლიის“ მიხედვით, ისრაელი იმ დროისათვის რომის იმპერატორს ემორჩილებოდა. ერთხელაც, იმპერატორმა ბრძანება გამოსცა, ყველა ჩემი ქვეშევდრომი იმ ქალაქში ჩაეწეროს, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენო. 

„ალილო“ თამრიკო ჭოხონელიძის, მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის შესრულებით

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საშობაო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს, „ალილო“ შესრულდა

იოსების და მარიამის მშობლიური ქალაქი ბეთლემი იყო. ისინი გაემგზავრნენ ბეთლემისკენ და როცა ქალაქში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ხალხის ჩამოსვლის გამო, ბეთლემი გადავსებული იყო, ამიტომ რადგან ბინა ვერ იშოვეს, ქალაქის განაპირას, მწყემსების გამოქვაბულს შეაფარეს თავი. სწორედ ამ ღამეს იმშობიარა მარიამმა. შვა ვაჟი – ძე ღვთისა იესო. მწყემსებმა, რომელნიც ქალაქის სიახლოვეს ცხვარს აძოვებდნენ, ცაში დაინახეს ნათება და ბრწყინვალე ანგელოზი, რომელმაც ხალხს მაცხოვრის დაბადება ახარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g