LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ.. შობას გილოცავთ მათ, ვინც დღეს აღნიშნავს და მათაც, ვინც უკვე აღნიშნა” – გიორგი კეკელიძე

194
Capture

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას შობის დღესასწაულს ულოცავს და ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ემოციებსა და მოგონებებს უზიარებს.

“ხომ არის ჩაძინების სახეობები და ჩაძინებათაგან საფეხურით მაღალი საქმე, მაგალითად ასეთი: ოთხმოცდაათიანების რომელიღაც წელია, სოფელში წევხარ ღუმელის კვამლით თვალებდასიებულ ოთახში, შენები ბუნდოვნად ლაპარაკობენ და თვალებზე რაღაც გებლანდება. ცალი ფეხი ზმანებებში გაქვს, ცალი ხტუნია მწერებ შეფარებულ ტახტზე და უცებ ბებია გიყვირის: აბა, ადექი, ადექი – გამოცხვა. შენ დგები, ისე რომ ცალ ფეხს ისევ სიზმარში ტოვებ. და ვერ ხვდები, რატომ გაგაღვიძეს. ბებიას უჭირავს ღვეზელი, იგივე მუცლის სალოცავი, საშობაო, სამჯერ შემოგატარებს და ამბობს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს”. დგახარ, ოდნავ ბანცალებ და ვერ ხვდები, ან მუცელი რატომ გტკივა, ან რატომ გაგაღვიძეს. მაგრამ რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. შობას გილოცავთ მათ, ვინც დღეს აღნიშნავს და მათაც, ვინც უკვე აღნიშნა”, – წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე გურული ღვეზელის რეცეპტს უზიარებს მოქალაქეებს: „გურულადვე ჩემგან, მონასმენი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები