LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია დროული და სარწმუნო კომუნიკაცია გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე“ – მედიის როლი კორპორაციული მდგრადობის მიღწევაში

294
დედიკა კალატოზი

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „ბიზნესფორმულას“ რუბრიკა, way2SUSTAINABILITY, იგივე, გზა მდგრადობისკენ კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობაში მედიის როლის მნიშვნელობას დაეთმო.

ქვეყნისთვის კორპორაციული მდგრადობის მიღწევის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მედიის როლზე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა, დედიკა კალატოზმა, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ჯილდოს კონკურსის – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გამარჯვებულმა, ისაუბრა.

„კორპორაციული მდგრადობის მიღწევა ხელს უწყობს უფრო მყარი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოს შექმნას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიების ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირებას ახდენენ, ზეგავლენას ახდენენ საზოგადოების კეთილდღეობასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ კორპორაციული მდგრადობა მართლაც ერთგვარი კომპასია ბიზნესის და საზოგადოების გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისთვის, რაც ქვეყნის უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.

Fortuna.ge გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მედიაკონკურსის გამარჯვებული გახდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

მედიის როლი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბიზნესმა მდგრადობისკენ, რატომ არის ეს ყველაფერი აუცილებელი და მეორეს მხრივ, ეტაპობრივად მივაწოდოთ ადამიანებს საინტერესო სიახლეები, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება პარტნიორობა სხვადასხვა სექტორს შორის, რათა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, გაეროს 17 მიზანს, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული და 2030 წლამდე უნდა მიაღწიოს საქართველომ და კონკრეტულ შედეგებში უნდა აისახოს, რომელიც მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრისკენ, აუმჯობესებს ჯანმრთელობისა და განათლების საკითხებს, ამცირებს უთანასწორობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ბუნებრივია, სწორედ ამ საკითხების დღის წესრიგში წამოწევა და კორპორაციულ მდგრადობაზე ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს მედიის წამყვანი როლი, რადგან გამოწვევების ფონზე, დღეს, როგორც არასდროს საჭიროა, მნიშვნელოვანი დროული და სარწმუნო კომუნიკაცია გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის შედეგის წარმოსაჩენად“, – აღნიშნა დედიკა კალატოზმა.

ამავე გადაცემაში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა ხაზი გაუსვა იმ ძალისხმევას, რასაც „ფორტუნა“ რადიო ეთერისა და საინფორმაციო  ანალიტიკური პორტალის Fortuna.ge-ს მეშვეობით ახორციელებს კორპორაციული მდგრადობის მისაღწევად, კონკრეტულად, ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რასაც საინფორმაციო დღის დაგეგმვის პროცესში ითვალისწინებენ.

„რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, როგორც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის, ერთ-ერთი ნომერ პირველი პრიორიტეტი ნამდვილად არის ამ საკითხის აქტუალიზაცია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საზოგადოებას კონტექსტი სწორად დავანახოთ.

მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ გავიაზროთ ის მოცემულობა, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა სერიოზული საზოგადოებრივი პროცესია, ეს არ არის მხოლოდ „მოდით და გააშუქეთ – მე რა კარგი ვარ“, ეს სარგებელი ყველამ უნდა ნახოს და გრძელვადიან შედეგებში აისახოს.

რაც შეეხება უშუალოდ საინფორმაციო დღის დაგეგმვის პროცესს, ჩვენ გადაცემის ბიზნესნიუსის“ ფარგლებში სტუმრებთან ერთად, ეს იქნება კერძო, არასამთავრობო სექტორი თუ სხვა ინტერესთა ჯგუფი, კონკრეტული პროექტების მაგალითზე ვაცნობთ დეტალურად სიახლეებს, რაც იდგმება მდგრადი განვითარების მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენს მსმენელს და „ფორტუნას“ საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის Fortuna.ge-ის მკითხველს ვაცნობთ პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის მაგალითებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებებს კორპორაციული მდგრადობის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ საეთერო დროს ვუთმობთ, პანდემიის დროს დაწყებულ ბიზნესებს, მათ შორის რომლებიც დღემდე უკრაინელი ბავშვებისთვის საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.

 

 

? მედიის როლი კორპორაციული მდგრადობის მიღწევაში

Posted by Business Formula • ბიზნეს ფორმულა on ოთხშაბათი, 03 მაისი, 2023

 

გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთი გადაცემის „სახალხო პლატფორმის“ ფარგლებში ფართო აუდიტორიას ვთავაზობთ საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ხედვას, სიახლეებს, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით, მდგრადი განვითარების სფეროს მიმართულებით“, – განაცხადა დედიკა კალატოზმა.

 

 

magti 5g