LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატივს ვცემთ პრესის წევრებს, რომლებიც ძალადობის, პოლიტიკური დევნის თუ პატიმრობის მიუხედავად მაინც მუშაობენ“ – აშშ-ს საელჩო საქართველოში

126
აშშ-ს საელჩო

„შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლის მიუხედავად მაინც მუშაობენ“, – ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც საქართველოში ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავენ.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ „მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე“.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასივრცე“ – პრემიერი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან.

თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია „ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის“ უზრუნველსაყოფად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Tuesday, 2 May 2023

 

 

პოპულალურები