LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს როგორც არასდროს, ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ: ზაალ უდუმაშვილი

40
ზალიკო უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის უნდა გააკეთოს.

ქართულ ოცნებას არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ იმისა, რომ მცდელობა ჰქონდეს დატოვოს შარლ მიშელის დოკუმენტი. დღეს როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ, რომლის საშუალებაც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ. არჩევანი ამ რეფერენდუმზე ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“, – აღნიშნავს უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები