LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის – დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს“ – ირაკლი ზარქუა „გორბის“ კვლევაზე

131
ზარქუ მზაა

„რომ იცოდეთ, „გორბის“ კვლევა, სადაც 55 პროცენტი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა. დღეს რომ ჩავატაროთ, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის. დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია „გაკოტრებულია“ და „ერთმანეთის მხილება დაიწყეს გადარჩენისთვის.“

„კვლევა კი არა, დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას.. ჩვენი ამოცანაა, 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს – პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ ცელი გამოუსვა ოპოზიციას. ქართველებს გვესმის, ეს რასაც ნიშნავს – გაკოტრებულები არიან.

იმ დონეზე დაეცნენ, ერთმანეთს აბრალებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ელაპარაკებიან ევროპელ პარტნიორებს. ჩაშვება, არასწორი ინფორმაციის გადაცემა… სალომე სამადაშვილი რომ გყავს, ხელმოცარული დიპლომატი, ამას აკეთებს. ახლა დაიწყეს ერთმანეთის მხილება გადარჩენისთვის,“– ამბობს ზარქუა.

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%

ბექა ლილუაშვილი: დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება – კოჭებში გეტყობათ, ბიჭებო, როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დაიწყეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g