LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ლილუაშვილი: დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება – კოჭებში გეტყობათ, ბიჭებო, როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დაიწყეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება

174
BeFunky-collage (1)

„მოგეხსენებათ საპალნე ცხენის ანდაზა, კოჭებში გეტყობათ ბიჭებო როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება“, – ასე მიმართავს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი მმართველ გუნდს და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%

ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართული ოცნებას” და „ნაციონალური მოძრაობას“ საერთო ინტერესები აქვთ და ერთმანეთს წინასაარჩევნო კამპანიას უტარებენ.

„ჩვენ ვამბობდით და დღეს, გავიგეთ, რომ გამოქვეყნდება „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა. გუშინ გამოვიდა „ნაცი“, „ნაცთმეხოტბე“ მდინარაძე და დაუდასტურა „ნაციონალურ მოძრაობას“ ის რეიტინგი, რომელიც „ედისონის“ კვლევაში იყო წარმოდგენილი.

Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

„გორბის“ კვლევაში ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ნაცების“, ასევე „ოცნების“ რეიტინგი და გაყალბებული კვლევებით, მოდელირებული რეალობით ერთმანეთს უდასტურებენ რაღაც რეიტინგებს ჩვენს ხარჯზე. ეს არის სამარცხვინო. მოგეხსენებათ საპალნე ცხენის ანდაზა, კოჭებში რომ ეტყობა, კოჭებში გეტყობათ ბიჭებო როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება.

ჯერ კობახიძის ველზე ჩატარებული კამპანია ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ახლა პოლიტიკურ კვლევებში უდასტურებენ მხარდაჭერას და ერთმანეთს უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ყოჩაღ, „მალადეც“, ეს არის მათი საერთო ინტერესების და ფარული შეთანხმების კიდევ ერთი მაგალითი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტზე დატოვებას, ლილუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამას ძალაუფლების არალეგიტიმურად შენარჩუნებისთვის გამოიყენებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატების დიდ ნაწილს სწორედ ის მიიღებს.

ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 17 პროცენტამდეა ჩამოსული, ჩემი „ხაბე“ იმდენს იზამს, დაიყვანს ამას 5 პროცენტამდე ან უფრო ნაკლებამდე“

„იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ.. გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე, გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ“ – ანრი ოხანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g