ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე: „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
- „ქართული ოცნება“ 55%
 - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
 - „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
 - „ლელო“ 4%
 - „ევროპული საქართველო“ 3%
 - „საქართველოსთვის“ 3%
 - „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
 - „ლეიბორისტული პარტია“ 2%
 - „მოქალაქეები“ 1%
 - „გირჩი“ 1%
 - სხვა 5%
 
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა.
საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.
															