LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საღამოდან ის კომპანიები შეძლებენ რეგისტრაციას, რომელთაც საქმიანობის აღდგენა სურთ

303
94819086-3195517890467855-1747603372195708928-o

“იმისთვის, რომ მათ საქმიანობის აღდგენის უფლება მიეცეთ, ჯანდაცვის მინისტრის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ”, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ სოციალური და ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპანიებმა, საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მაქსიმალურად მოახდინონ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია.

“ჩვენი მიზანია ეკონომიკის გახსნა, რომელიც 6 ეტაპს მოიცავს, იყოს მდგრადი, ამიტომ დავიწყეთ ეკონომიკური სექტორის შემოწმება ქვეყნის მასშტაბით. დღეს 6 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სპეციალური აპლიკაციით, სადაც კომპანიები დარეგისტრირდებიან საქმიანობის აღდგენის მიზნით. აუცილებელია ბიზნეს სექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ფუნდამენტური მოთხოვნა კი არის, რომ საქმიანობის პროცესში ბიზნესმა შეძლოს მაქსიმალურად მოახდინოს კოვიდ ინფექციის გავრცელების პრევენცია”, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ბექა ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა კომპანიებზე მუდმივად განხორციელდება მონიტორინგი და შემოწმდება, თუ რამდენად იცავენ ისინი ჯანდაცვის სისტემის რეკომენადაციებს.

„ვეცადეთ, პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი და არც ერთ მოქალაქეს არ გასჩენოდა უსამართლობის განცდა“: ეკატერინე ტიკარაძე

“საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გამხორციელდება მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე, შემოწმდება, რამდენადაა დაცული ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციები. ამ აპლიკაციით ჩვენ კომპანიებს დავეხმარებით და მივაწვდით ინფორმაციას თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ,”- აცხადებს ფერაძე.

ბექა ფერაძემ ასევე განაცხადა, რომ ყოველდღიურად ჯანდაცვის მინისტრის მიერ იმ კომპანიების სია გამოქვეყნდება, რომლებიც  აკმაყოფილებენ მინისტრის რეკომენდაციებს და მათ 2-კვირიანი ინტერვალით მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცემათ.

“ეს არის გზა, რითაც დავეხმარებით ბიზნესს, რომ არ შევუქმნათ დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმები და მარტივი პროცესით შეძლონ ადაპტირება იმ ახალ რეალობასთან, რასაც “კოვიდ 19″-თან ბრძოლა ქვია” – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g