LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საქართველოს პარლამენტში სირცხვილის დღეა“ – ოპოზიცია „ოცნების“ მიერ ჩაშლილ სხდომაზე

66
საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს რიგგარეშე სხდომაზე სურდათ პოლიტიკური განცხადებებისა გაკეთება და ჰიმნის გაჟღერება, თუმცა მმართველმა პარტიამ სესია ჩაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ოცნების“ დღევანდელი ქმედება საქართველოს პარლამენტში სირცხვილის დღედ დარჩება.

„რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა სოლიდარობა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“ – „ოცნებამ“ უკრაინაზე სხდომა ჩაშალა

„დღეს სირცხვილის დღეა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში და არამხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვის ძალებს უკრაინაში, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით, უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები შეაგროვა და გადაწყვიტა, რომ დღეს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და არ გაეღო პარლამენტის დარბაზი საქართველოს ისტორიაში პირველად.“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვა, რაზედაც მოგვიანებით მზაობა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გამოხატა.

 

 

ფოტო: ტვ „ფორმულა“
magti 5g