LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი ოთხზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

328
Untitled design (2)

„დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი ოთხზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს“, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მაგისტრალების და გზების მშენებლობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალების და გზების მშენებლობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთი, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს პროცესი გრძელდება. დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ ოთხზოლიანი ახალი გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები