მოქალაქე თამთა ბითარაშვილი ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ იმ მოხალისეების ფოტოს გვიზიარებს, რომლებიც მის ბაბუას დაეხმარნენ.
როგორც თამთა წერს, ბაბუმ მას სთხოვა ამ ადამიანებისთვის საჯარო მადლობა გადაეხადა.
„დღეს შუქი მოვიდა ნატანებში, ბაბუამ დაგვირეკა სახლიდან და მთხოვა განსაკუთრებული საჯარო მადლობა მომეხადა იმ მოხალისე მაშველი ბიჭებისთვის, რომლებიც ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ სასწაულებრივად, როცა სახურავის ნახევარი ჩამოიშალა და არ ვიცოდი მარტოს რა უნდა გამეკეთებინაო. სახელები არ ვიცი სამწუხაროდ, მხოლოდ ფოტო მაქვს. უდიდესი მადლობა, ყველა ის სიკეთე დაგბრუნებოდეთ, რაც ამ დღეებში აკეთეთ ამ ხალხისთვის.
ასევე უდიდესი მადლობა ნანუკა“ – წერს თამთა ბითარაშვილი.