LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესო ქალი მეწარმე გამოვლინდება

55

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! მესამე ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება, სადაც ტრადიციულად გამოვლინდება გამარჯვებულები 20 განსხვავებულ ნომინაციაში. „საქართველოს ბანკი“ უკვე მეორე წელია პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია. ბანკის და პროექტის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ორი ნომინაცია: „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესისი მიმართულებით“ და „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.  მათივე ცნობით, ორივე ნომინაციაში გამარჯვებულს „საქართველოს ბანკი“ განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, “Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 270 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის არიან საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა… თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა. შესაფასებელი კატეგორიები ჟიურის თითოეულ წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. წელს ორგანიზატორებმა დანერგეს სიახლე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრები ჟიურის წევრებთან სადაც განიხილებოდა შეფასების პროცესები. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად, უკვე მესამე წელია, ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვალისწინებს და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონიაზე.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც დაესწრება 650-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g