LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესასწაულის წადილი: წიგნი ყიფოს იუბილესთვის

213

18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში ლეგენადარული ფეხურთელის, დავით ყიფიანის 65 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის “დღესასწაულის წადილი” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადდა და გამოიცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა და ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს.

გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის” მთავარი რედაქტორი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი გია გორგოძე გახლავთ.

წიგნის პრეზენტაციას დავით ყიფიანის ოჯახის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.

დავით ყიფიანი ყველა დროის ყველაზე წარმატებული თბილისის „დინამოს” ვარსკვლავი გახლდათ. კლუბთან ერთად მან საკავშირო ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სხვადასხვა სინჯის მედლები, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1977 წელს ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2016 წლის 18 ნოემბერს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g