მოქანდაკე მონუმენტალისტი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტ გოლს გაიტანს, ბრინჯაოს ქანდაკება გადაეცემა საჩუქრად.
„დღევანდელ მატჩში ჩვენი ნაკრებიდან გადამწყვეტი გოლის გამტანს საჩუქრად გადავცემთ მისივე ბრინჯაოს 40სმ ქანდაკებას სახსოვრად👏✨️👏✨️“, – წერს ირაკლი ჟვანია.
ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.