LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის ნატო-ს წარმატებულ სამიტს: ლოიდ ოსტინი

51
ლოიდ ოსტინი

ჩვენ ვხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებენ, მიმართონ ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ მათ მივესალმებით, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაგრძელდება მათი ნატო-ში გაწევრიანების სურვილის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

” ვხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებენ, მიმართონ ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ მათ მივესალმებით” – განაცხადა ოსტინმა.

ლოიდ ოსტინმა მინისტერიალის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის წარმატებულ სამიტს თვის ბოლოს.

“იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაგრძელდება მათი ნატო-ში გაწევრიანების სურვილის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ, მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიას“, – განაცხადა ოსტინმა.

შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, ალიანსი დაფუძნებულია ძირითად ღირებულებებზე და მათი ფასეულობები ნაჩვენებია მაშინ, როდესაც რაიმე ერთიანი ძალებით კეთდება.

„ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობა ამ შეხვედრისთვის. ვფიქრობ, ეს მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის წარმატებულ სამიტს თვის ბოლოს. ასე რომ მოუთმენლად ველოდები დიდ დისკუსიებს ჩვენს კოლეგებთან შეხვედრებზე, რომლებიც ახლოვდება. მადლობა თქვენ ხელმძღვანელობისთვის. თქვენ ყოველთვის ხაზს უსვამდით, რომ ეს ალიანსი დაფუძნებულია ძირითად ღირებულებებზე და ჩვენი ძირითადი ფასეულობები ყოველთვის ნაჩვენებია, როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, ყოველთვის ერთად. ჩვენ ვხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებენ, მიმართონ ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ მათ მივესალმებით. თქვენ იცით, რომ ისინი არიან ძლიერი დემოკრატიები, რომლებსაც აქვთ ღირებულებები, რომლებიც შესაბამისობაშია ჩვენს ფასეულობებთან და არიან ძალიან ქმედობაუნარიანი ქვეყნები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაგრძელდება მათი ნატო-ში გაწევრიანების სურვილის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ, მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიას“, – განაცხადა ოსტინმა.

ცნობისთვის, მინისტერიალში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g