LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი მონაცემი, სასტარტო მონაცემია – ველოდებით დაახლოებით 25 000 შემთხვევას: დევი ტაბიძე კოვიდსტატისტიკაზე

132
დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ კორონავირუსის დღევანდელი დადასტურებული მონაცემები, „სასტარტო მონაცემი იმასთან შედარებით, რასაც ისინი ელოდებიან“.

საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი

დევი ტაბიძე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ დღიურად ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მალე 20 000 – 25 000-მდე იქნება.

ის ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი, ისევე რთულდება, როგორც რთულდებოდა სხვა შემთხვევებში.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 42 %, “ბუსტერ” დოზით აცრილია 128 860 ადამიანი

„დღევანდელი მონაცემი, რომელიც საკმარისად შემაშფოთებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის არც მეტი, არც ნაკლები სასტარტო მონაცემი იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ველოდებით. ველოდებით დაახლოებით 20 000-25 000-ის რაოდენობას. 70-75% ამ რაოდენობისა არის „ომიკრონი“. რაოდენობა, რომელიც ბინაზეა, არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სტატისტიკაშია მოყვანილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მივეცეთ სიმშვიდეს და არანაირ გართულებას არ ველოდოთ ამ დაავადებისგან. ზუსტად ისევე რთულდება, როგორც რთულდებოდა სხვა შემთხვევებში. ოქროს სტანდარტი უნდა დავიცვათ, ესაა ნიღაბი, რომელიც პრაქტიკულად გადაგვარჩენს“, – აცხადებს ტაბიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g