ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა გადამწყვეტი არ არის.
რა შემთხვევაში არ შედგება შეთანხმება – ოპოზიციის განცხადებები მოლაპარაკებების დაწყებამდე
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე მხარეები შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტს განიხილავენ:
“დღეს ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით ამ ფორმატში პირველი შეხვედრა იმართება. როგორც ვიცი, დღეს, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. შეხვედრას ველოდებით.” – თქვა პარტიის თავმჯდომარემ.
შეგახსნეებთ, დღეს მხარეები მედიატორის თანდასწრებით პირველ შეხვედრას მართავენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია.
დიპლომატი, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორად ერთვება, უკვე რამდენიმე დღეა ხვდება როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს.