LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი შეხვედრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი და გვქონდეს სურათი, რაზე მოდის ხელისუფლება და რაზე არა: პაატა მანჯგალაძე

63
პაატა მანჯგალაძე

“დღევანდელი მონაცემებით, რაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, ზოგადად, ხელისუფლებამ თანხმობა განაცხდა ყველა პუნქტზე მსჯელობაზე, მაგრამ დეტალები, თუ რაზე არის თანახმა და რაზე არა, დღეს დაზუსტდება,” – განაცხადა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, რადგან ჰქონდეთ სურათი, რაზე მიდის ხელისუფლება და რაზე არა.

მანჯგალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და შეთანხმების და კომპრომისის გარდა, მმართველ გუნდს სხვა გამოსავალი არ აქვს:

“მხარეებს პრინციპი აღებული აქვს, თუ არ იქნება შეთანხმება ყველა საკითხზე, არ იქნება შეთანხმება. კარგია, რომ ყველა საკითხზე ერთდროულად უნდა იყოს დღეს მსჯელობა. ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. გარდა შეთანხმებისა და კომპრომისის მიღწევისა, საკუთარ მოქალაქეებთან სხვა გზა არა აქვთ. საერთაშორისო ჩართულობა და საზოგადოებაში ზოგადი განწყობა მაძლევს დარწმუნების შესაძლებლობას, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე დასრულდება.” – თქვა მან.

დღეს უკვე მეორედ, ხელისუფლება და ოპოზიცია მედიატორის თანდასწრებით მეორე შეხვედრას გამართავს.

დილით, ევროპის საბჭოს პრეზიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ ელოდება დღევანდელ შეხვედრას და გულმოდგინე მუშაობას მხარეებთან ერთად.