LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი შეხვედრით განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია მედიაციის დაწყება: ვარლამ გოლეთიანი

117
varlami

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ორგანიზებით, “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება.

“დღევანდელ დღეს უნდა დავაყენოთ მხარეებმა ჩვენ-ჩვენი პოზიცია და დღევანდელი შეხვედრით განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია მედიაციის დაწყება”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, მათი მოთხოვნები არ შეცვლილა.

შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრება, ეკონომიკის სამინისტროდან კი მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არის ის ობიექტი, რომელიც დასაყრდენი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის. ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეა, მაგრამ გვინდა, ამის დემონსტრირება მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი ”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

 

magti 5g