LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

772
cagareli

არ ღირს ხელმძღვანელებთან საკუთარი პროექტების განხილვა და რთული ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება და მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, საათის, ავტომობილის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების მოწყობა, ახალი საქმის დაწყება ან ნაცნობების შეძენა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას და ხერხემალს, სახსრებს და კბილებს, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას, ამოიღეთ კვების რაციონიოდან თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტი.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი, აგატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, რთული დღე ელით ვერძს და მერწყულს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g