LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

608
agareli-mixeil-232344345-2019-12-12-10-19-34-224720

დღევანდელ დღეს მიმართულებადაკარგული მთვარის გავლენით, ადამიანებში ყურადღების დაქვეითების ალბათობა მოიმატებს, რამაც შესაძლოა, ტრავმებისა და ავარიების რიცხვი გაზარდოს. დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საოჯახო ურთიერთობებისთვის, საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი და ბოსტნეული. დადებითი დღეა რეფორმატორული საქმიანობისთვის, სამღებრო სამუშაოებისთვის, კარგი დღეა ბინის შესაცვლელად და უძრავი ქონების შესაძენად. მოერიდეთ მშენებლობასა და ალკოჰოლურ სასმელებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა.

დღის ფერები და მინერალები – ნეონისფერები, ლურჯი, ცისფერი, წითელი, ყვითელი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, მარგალიტი და ამეთვისტო.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის. დაძაბულია დღე კუროსა და თევზებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g