ცის კაბადონზე ე.წ. აღმავალი კვანძი, ანუ ადამიანთა კოსმოსური მისიის, მთავარი განვითარების კვანძი წლინახევრით არის გადასული თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რაც ყველასგან ითხოვს მეტი სულიერების გამოვლენას. მატერიალური საკითხებისადმი მიდრეკილება მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. პირველ პლანზე გადმოდის სულიერი, ფსიქოლოგიური, ასტროლოგიური, ეზოთერიკული საკითხები. უფალთან მეტად დაახლოების პერიოდია.
ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 08:35-ზე იწყებს ამოქმედებას და 20:21-მდე გასტანს. ამ დროს როგორც მძღოლები, ისე ქვეითები იყავით ფრთხილად, რადგან იმატებს ტრავმების და ავარიების ალბათობა.
დღე გეომაგნიტურია.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს მოერიდეთ პროვოკაციულ საუბრებს. პარტნიორულ ურთიერთობებში საკითხები მშვიდად, დიპლომატიურად გადაწყვიტეთ. მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას, ცხოველთა კასტრაციას, მარილიან საკვებს, ზედმეტი სითხის მიღებას, ასევე თხილის, თაფლის, ციტრუსების და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას.
დღე პოზიტიურია შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის, ხელოვნების ნიმუშების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, მუსიკალური აპარატურის, ავეჯის შეძენისთვის, ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, კულტურული-გასართობი ღონისძიებებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ინტერიერის შეცვლისთვის, ექიმებთან კონსულტაციისთვის.
ჯანმრთელობა – დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი: თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების და ა.შ. მეტად დაისვენეთ, რომ გვერდი აუაროთ გეომაგნიტურ გამოვლინებებს.
დღეს შედეგიანია სისხლძარღვების, გრძნობათა ორგანოების მკურნალობა.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები, რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, სასურველი არ არის.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი, ტოპაზი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან გამოიყენეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, შავი, წითელი და მწვანე, ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომთათვის, მერწყულთათვის, ცოტათი ნეგატიურია კირჩხიბთათვის და თხის რქებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.