LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2558
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ტენდენციები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება, თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების და ა.შ. მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და დაისვენეთ.

დღეიდან, ერთი თვით, მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ადამიანთა ხასიათში მეტად განავითარებს ემოციურობას, მგრძნობელობას, ინტუიციას, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ და საახლობლო ურთიერთობებს, ეზოთერული და რელიგიური საკითხებით დაინტერესებას, ასევე განავითარებს ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა ეჭვიანობა, ხასიათის ცვალებადობა.

დღეს შეიძლება, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც თქვენ გსურთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია პატიებისთვის, ლოცვისთვის, სპორტული ვარჯიშებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისთვის, იურიდიული საქმიანობისთვის და სასამართლო პროცესებისთვის, საიუბილეო საღამოებისთვის, დაჯილდოებებისთვის, მგზავრობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

დღეს ყველას ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიკეთე უსურვეთ.

მოერიდეთ სისხლის გადასხმას, მშენებლობას.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყი, საზარდული, ძვალი. დღეს ოპერაციების ჩატარება, აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

დღეს კარგია ფილტვების, ბრონქების, ხელების მკურნალობა, მასაჟი.

საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ უცხიმო თევზი, ბოსტნეული, ასკილის ჩაი, ეს ყველაფერი სასიკეთო ზეგავლენას მოახდენს ორგანიზმზე.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, ნეფრიტი, ციტრინი, ქარვა და იაგუნდი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ცისფერ, ლურჯ, იისფერ ტონებს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი კარგი სიზმარი შემდგომ ახდება.

დღე დადებითია ლომთათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, შედარებით დაძაბულია – კუროს და კირჩხიბის ნიშანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები