LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1470
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები

გაითვალისწინეთ, რომ დღეს აუცილებელია ობიექტურობა. მოუსმინეთ სხვათა აზრსაც და ნუ ეცდებით მხოლოდ საკუთარი სიმართლის გატანას. ადამიანთა ხასიათში მოიმატებს ინტუიცია და მასზე დაყრდნობით სწორ არჩევანს გააკეთებენ, ასევე გაიზრდება წარმატების ფაქტორიც, თუმცა მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. აკონტროლეთ ფინანსური ხარჯები.

ჯანმრთელობა

ეფექტურია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელს, ენდოკრინულ სისტემასა და სწორ ნაწლავს. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით ოპერაციების ჩატარება ან სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასარგებლოა აბანო, საუნა და კოსმეტიკური პროცედურები. მოერიდეთ ცივ, გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებს.

დღის პოზიტიური ტენდენციები

დღე პოზიტიურია ქორწინებისა და ჯვრისწერისთვის, ხელის თხოვნისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ხელს უწყობს სახის, კანისა და თმის კვებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგი დროა შემოქმედებითი მუშაობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის, მშენებლობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის და საფინანსო საკითხების გადასაწყვეტად.

დღის მინერალები და ფერები

დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი. ფერები, რომლებიც დღეს ხელს უწყობენ შარმსა და მიზიდულობას, არის ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე და ბეჟი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები

დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მართონ დღის პროცესები. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები