LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3160
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე გონებამახვილი და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან გულახდილი საუბრისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საოჯახო და სანათესავო კონტაქტებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, ხალხური შემოქმედების ნიმუშების, საყოფაცხოვრებო და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, კენკრით და რძის ნაწარმით. პოზიტიური დღეა სახსრების, ძვლების და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აქატი, ოპალი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები