LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3129
მიხეილ ცაგარელი

გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 26 ივლისამდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას, კომუნიკაბელურობას, ორგანიზატორულ და ლიდერულ თვისებებს, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს, სიზარმაცეს, ეგოიზმსა და სულსწრაფობას გააძლიერებს. 

კარგი დღეა ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად.

აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ დღეს დაწყებული საქმე და შეასრულეთ გაცემული დაპირებები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და პარტნიორის მიმართ უნდობლობის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. კარგი დღეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები