მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:44-დან 13:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოემზადეთ ახალი წლის შესახვედრად, რადგან აღმოსავლური კალენდრით სწორედ ხვალ, 1 თებერვალს, 09:46 საათზე შემოაბიჯებს ვეფხვის წელი.
ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც ენერგეტიკულად მძიმე იქნება. მოერიდეთ უმიზეზოდ ფორიაქს, კამათს და საქმის გარჩევას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. დაუფიქრდით თქვენს ქცევას და თითოეულ სიტყვას, რადგან სიტყვას დღეს დიდი მნიშვნელობა ექნება. არ ღირს საკუთარი იუმორის დემონსტრირება, რადგან ყველა ვერ აღიქვამს თქვენს ხუმრობას ადეკვატურად.
ნუ აჰყვებით ილუზიას და ფანტაზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პრეტენზიების წაყენება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლის, საძილე და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, გიშერი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.