LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

647
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:41-დან 18:59 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულობა გააუმჯობესებს ურთიერთობას ადამიანებს შორის, მოიმატებს ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელების შანსი. ადამიანები მეტად შეძლებენ სტაბილურობის მოპოვებას, აზრების მოწესრიგებას და სამომავლოდ გეგმების დასახვას.

კარგი დღეა ძველი ვალდებულებებისგან განთავისუფლებისთვის.

აკონტროლეთ ყოველი სიტყვა, რადგან დღეს ნათქვამი სერიოზულ გავლენას მოახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპულ პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ თვალების გადაღლას, გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, მარჯანი და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g