LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

834
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:24-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გაძლიერდება ლიდერობის და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, ბევრად დინამიური და აქტიური გახდება ადამიანებს შორის ურთოერთობა. მოერიდეთ უკმეხობას და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები, რადგან დღეს განსაკუთრებით დიდი ძალა ექნებათ სიტყვებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ძვირფასი ნივთების, ლატარიის ბილეთების და საჩუქრების შესაძენად, ხელმძღვანელობისთვის საკუთარი პირობების წასაყენებლად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და მაღალი თანამდებობის მისაღებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით გულს და ხერხემალს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ნარინჯისფერი და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და ქარვა, სარდიონი და სერდოლიკი გააძლიერებენ ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება დღე კუროსთვის, მორიელისა და თევზებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები