LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1355
მიხეილ ცაგარელი

7 ივნისი კარგი დღეა სწავლისა და სქმიანი მიმოწერისთვის. წარსულზე ნუ იფიქრებთ, ნუ მიმართავთ სახელმწიფო ორგანიზაციებს, არ არის რეკომენდებული დღეს გასაუბრება ახალი სამსახურის დასაწყებად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – რთული და ნეგატიური დღეა სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის, ასევე პარტნიორული ურთიერთობებისთვის, უძრავი ქონების შეძენისა და  გასხვისებისთვის. არასასურველია რემონტის წამოწყება და თმის შეჭრა შეღებვა. დადებითი დღეა მშვილდოსნებისთვის და მერწყულთათვის.

კვება – საკვებ რაციონში შეიტანეთ ხაჭო, მაწონი, ყველი, კვერცხი და თევზი.

ჯანმრთელობა – სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი და მკერდის ზონა. მოერიდეთ უჰაერო სივრცეს, თამბაქოს მოხმარებას და სიმძიმეების აწევას.

მინერალები – ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი ასევე ზურმუხტი, ტოპაზი და ოპალი ეს ქვები სასიკეთო ენერგიების წყაროა.

დღის ფერები  – ვერცხლისფერი, ყვითელი ნარინჯისფერი, ცისფერი და კრემისფერი –  ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა მშვილდოსნებისთვის და მერწყულთათვის. დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის საშუალო დღეა წარმატების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები