LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სერტიფიკატით დაჯილდოვდა

197
FORTUNA.GE- (1)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ სერთიფიკატით დააჯილდოვდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებიდან აცნობეს.

საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოება 2014 წლიდან დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დიაბეტის პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის გაუმჯობესება ქვემო ქართლის რეგიონში“.

როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებიდან “ფორტუნას” აცნობეს, პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის:  

  • გაიწვრთვნა საქართველოს „წითელი ჯვრის“ 1211 თემის მოხალისე, თემზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საველე სამუშაოების განსახორციელებლად
  • გადამზადდა 277 ადგილობრივი ექიმი და გაუღრმავდა ცოდნა შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების, გამოვლენისა და შემდგომი ზრუნვის შესახებ
  • დაახლოებით 150 000 ადამიანს 277 ადგილობრივ თემში მიეწოდა ინფორმაცია დიაბეტის პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ
  • 58 000 რისკის მქონე პირის სკრინინგი განხორციელდა და 4.531 შაქრიანი დიაბეტის ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მოხდა
  • ახლად დიაგნოსტირებული პირების გადამისამართება შემდგომი ზრუნვის მიზნით3.622 შდ გართულებების მქონე პირს სათანადო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია ჩაუტარდა
  • 277 ლოკაციაზე ჩამოყალიბდა თვით-დახმარების ჯგუფები.

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციაშია აღნიშნული: პროექტის ფარგლებში, Diabetes UK-ისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (International Diabetes Federation) დახმარებით, მოხდა მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის ჩაწერა.

აღნიშნულ ვიდეორგოლში ასახულია საქართველოს წითელი ჯვრის პროექტის სამუშაო პროცესი. ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა პირდაპირ ეთერში, 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღეს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე, Diabetes UK-ის Facebook-გვერდზე (იხ. ბმული) 2004 წლიდან, ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდი დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსვლელობას აწყობს“

magti 5g