LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ჭანკოტაძე: „დღე არ გადის, საფრანგეთში არსებული ქართველების ჯგუფებში ახალმა ოჯახმა არ დაწეროს, ბავშვებით მოვდივართ, დაგვაკვალიანეთო…“

722
dianajankotadze

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დიანა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში საქართველოდან ოჯახებით გამგზავრების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული:

„დღე არ გადის, საფრანგეთში არსებული ქართველების ჯგუფებში ახალმა ოჯახმა არ დაწეროს, ბავშვებით მოვდივართ, დაგვაკვალიანეთო. უხსნიან, რომ აქ ქუჩაში მოუწევთ პირველი კვირების გატარება, ვინაიდან საცხოვრებლები გადატვირთულია, ადგილი არ არის, სანამ რაიმეს მოუძებნიან, ბავშვიანი ოჯახები პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ ხალხს არაფერი აშინებს, მოვითმენთ და ბოლოს მაინც გაგვიმართლებსო.

ზოგიერთებმა, რეალობა რომ შეფუთონ, ამის ხრიკია, მოაწყონ ისეთ სიტყვათა რახარუხი: პოპულიზმი, რიტორიკა, ლიბერალიზმი, უტრირება და ა.შ

ასეთი რა გასაჭირია, ასეთი რა ხდება ნეტავ, რომ ამ შუა ზამთარში, ყინვებში პატარა ბავშვებიანი ოჯახები გამორბიან და მზად არიან, ქუჩაში მაღაზიების უკან, სადაც სავენტილაციო სისტემაა (ჯგუფში ამოვიკითხე, რჩევას აძლევდნენ ერთ ოჯახს, იქიდან ცხელი ჰაერი უბერავს და მაღაზიებთან დაბანაკდითო), ათენონ ღამეები.

ისეთი დიასპორის ცენტრები, გაერთიანება, ორგანიზაცია, „ქართველები ვართ, რაცა ვართ“, ასეთი რაღაცები რომ იქმნება და ფინანსდება ისევ ქართველი ხალხის ჯიბიდან, საერთოდ, რა არის თქვენი მიზნები? რა სინდისით აფინანსებინებთ საქართველოს მთავრობას, ამ გამქცევი ხალხის ფულით თქვენს ბედნიერ „ვოიაჟებს“, გამოფენა-გაყიდვებს, ხშირად თქვენივე ბიზნესის თუ სხვა ათას სისულელეს სხვადასხვა ქვეყანაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g