LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიასა: „გულში ხინჯად დამრჩა, რომ მამა ისე გარდაიცვალა, რეალურად ვერ ვნახე, ახლოს ვერ გავიცანი…“

260
დიასა

„პრაიმჰაუს ოლსთარის“ გამარჯვებული, გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა ჟურნალ „გზას“ ესაუბრება და პასუხობს კითხვას, რა იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მიზანი, რომელსაც მიაღწია და ეამაყება:

„ის, რომ ბებიაჩემს და დედაჩემს ოცნებები აუხდათ და ისეთი გავხდი, როგორიც უნდოდათ. ჩემთვის ეს უკვე მიღწევაა, რომ ჩემით ამაყობენ, რადგან ჩემში დიდი შრომა „ჩადეს“ – მათ ერთადერთი შვილიო ვყავარ. მხოლოდ დედა და ბებია მყავს, უმამოდ გავიზარდე. 23 წლის ვიყავი, როდესაც მშობლები დაშორდნენ.

მამასთან ურთიერთობაზე რას იტყვი?

საზღვარგარეთ ცხოვრობდა. უბრალოდ, მასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. მერე გარდაიცვალა. რეალურ ცხოვრებაში არ მინახავს.

როდის გარდაიცვალა?

დაახლოებით 6-7 წლის წინ… გულში ხინჯად დამრჩა, რომ მამა ისე გარდაიცვალა, რეალურად ვერ ვნახე, ახლოს ვერ გავიცანი… სამწუხაროდ, ასე მოხდა. ნათელში ამყოფოს უფალმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g