LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში აშენებულ ყველა ახალ სახლს ელექტროქარების დასამუხტი სადგურით აღჭურავენ

99
chargingpoint

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ელექტრომობილების მიმართ ქვეყნის ახალი სტრატეგია დააანონსა. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურას, რათა ელექტრომობილების ექსპლუატაცია ყველასთვის უფრო კომფორტული გახდეს. სწორედ ამიტომ, 2022 წლიდან დიდ ბრიტანეთში აშენებული ყველა ახალი სახლი დასამუხტი სადგურით უნდა იყოს აღჭურვილი.

მთავრობის გათვლებით, ახალი ზომა ქვეყანაში დასამუხტი სადგურების რაოდენობას ყოველწლიურად 145 ათასით გაზრდის. დღესდღეობით ბრიტანეთში 250 ათასი მოწყობილობა ფუნქციონირებს და მათი უმრავლესობა საცხოვრებელ კორპუსებსა და ოფისებშია დამონტაჟებული.

ჯონსონმა ახალ სტრატეგიას „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა. ის გახდება მასშტაბური პროგრამის ნაწილი, პროგრამის რომლის ფარგლებშიც 2030 წლიდან ბრიტანეთში ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილები აღარ გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g