დიდი ბრიტანეთის ერთერთ პორტში, სამაცივრე სატვირთოში 21 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი იპოვეს. ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ ვიეტნამიდანაა, გაზიანი წყლის ყუთებს შორის იმალებოდა.
ბავშვებს, რომელთა ასაკი 12 წელს არ აღემატება, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდათ. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს. 18 წლის მამაკაცი და 27 წლის ქალი, რომლებიც სატვირთოში იმყოფებოდნენ, ბრიტანეთიდან დაუყოვნებლივ გააძევეს. დანარჩენი ოთხი ახალგაზრდა იმიგრაციის იზოლატორშია მოთავსებული, მათი შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება.
ვიეტნამელი ახალგაზრდები სავარაუდოდ, ბრიტანეთიდან დიეპის პორტში აპირებდნენ გადასვლას, იქიდან კი საფრანგეთში შესვლას.
რუმინელი მამაკაცი, რომელიც სატვირთოს მძღოლი იყო, ბრიტანეთში შესვლაზე არალეგალების დახმარებისთვის დააკავეს.
საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.