LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედის განცხადებით, მისი შვილის ექსპერტიზის პროცესში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან

195
ნატო ხუტაშვილი

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის ექსპერტიზის პროცესში ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვებიან. აღნიშნულის შესახებ ხუტაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„მკვლელი გარეთაა, ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე არ არის! ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ის არსება დაისაჯოს ყველაზე მტანჯველი სასჯელით“ – რას წერს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ახლობელი

ანა იანუშაიტიტეს მშობლები და ადვოკატები უწყებაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს.

ჩემი შვილი იბრძოდა.. ხელს აფარებდა რომ არ ეყვირა და შემოეხრჩო – 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

„დაგვპირდნენ, რომ ლიეტუველ ექსპერტებს ჩართავდნენ საქმეში. რაღაც გარემოებების გამო გადავწყვიტეთ, რომ ასე იქნებოდა უკეთესი, ბავშვი ლიეტუვის მოქალაქეა. ასევე დაგვპირდნენ, რომ შეეცდებიან, როგორმე დააჩქარონ ექსპერტიზის პასუხები, რომლის გამოც, ჯერჯერობით გამოძიება გაჩერებულია. ბევრ რამეს დაგვპირდნენ და ველოდებით, რამე შესრულდეს. ჯერჯერობით პასუხები ექსპერტიზის ბიუროდან არ არის. განცდა დამრჩა, რომ შეეცდებიან გააკეთონ და გაითვალისწინონ ის მოთხოვნები, რომლებიც გვქონდა, ვნახოთ.

ჩემ შვილს ისეთი მრავალფეროვანი დაზიანებები აქვს, რომელსაც ადამიანი თავის თავს ვერაფრით მიაყენებს. ეს დაზიანებები, დალურჯებები როგორც წინა მხრიდან, ასევე უკანა მხრიდან იყო, რასაც ადამიანი ფიზიკურად ვერ მიიყენებდა. ყელი აქვს დალურჯებული, ბავშვი არის მოგუდული“, – განაცხადა ხუტაშვილმა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედის, ნატო ხუტაშვილის ინტერვიუ რადიო „ფორტუნასთან“

⭕ „ამ დასკვნაში ჩანს, რომ ჩემი შვილი იბრძოდა. იბრძოდა, რომ თავი დაეღწია იმ პიროვნებისგან“, – აცხადებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

⭕? „მას აქვს მრავლობითი დაზიანებები და რაც ყველაზე მთავარია, ყელის არეში აქვს ნაჭდევები და დალურჯებები. იმ პიროვნებას ჩემი შვილის ყელის, ცხვირისა და პირის მიდამოები ჩაკეტილი ჰქონდა, რომ ბავშვს არ ესუნთქა, არ ეყვირა და ამ დროს ბავშვი შემოეხრჩო“. – ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

⭕ მან სამართალდამცველებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ სამართალდამცველებს ბრალდებული დაკავებული იქნას დროულად და ეს საქმე წლების განმავლობაში არ გაიწელოს“ – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

⭕ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო წინასწარი დასკვნა მზადაა. წინასწარი დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

⭕ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, 2 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g