თბილისში, დიდ დიღომში ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი – საბურავებს. „ფორტუნას“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი „გუდვილთან“ გაჩნდა და ამ დროისთვის ადგილზე 10-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2 ჰა ფართობზეა მოდებული. ჯერ-ჯერობით, ხანძარი ლოკალიზებული არ არის.
სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ არ არსებობს საფრთხე, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებს დაემუქროს.